|
2020-06-21 14:27:56, 1730 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე - ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება
ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება , - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ეს ქმედება მისთვის გაუგებარია, თუ მმართველი პარტია ამგვარად ფიქრობდა მაშინ 2017 წლის არჩევნები ტყუილად ჩატარდა. „ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი გაუგებარია როგორ უნდა აჯობოს 30 მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში? და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის „ვაჭრობა“, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, გასაგებიც იყო და აუცილებელიც! მაგრამ ეს რაღაც შუალედური არგუმენტები, დაუსრულებელი ვაჭრობა, სრულიად გაუგებარია. თანაც რა გამოდის, მთელი ამდენი ე.წ. ცვლილება, რომლითაც ასე ამაყობდა „ქართული ოცნება“, თუნდაც 2017 წლის ცვლილებები, ტყუილა ჩატარდა? როდის ვიტყუებოდით, მაშინ, თუ ახლა?! მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს.“ -აცხადებს დავით ჭიჭინაძე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)