|
2020-06-21 14:07:20, 18131 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო
136 ხმა 5-ის წინააღმდეგ, ამ შედეგით პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა და განხილვა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. სხდომას არ დაესწრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა. შეგახსნებთ, რომ პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა პირველ მოსმენაზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც შეება მეორე და მესამე მოსმენას, ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას დაელოდებიან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)