|
2020-06-21 11:15:15, 1523 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. „ჩვენ გუშინ გვიან ღამემდე ვაწარმოებდით შესაბამის კონსულტაციებს როგორც პარტიის შიგნით, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ შეგვექმნა სრული სურათი თუ რა ბედი ელოდება 8 მარტის შეთანხმებას. კარგია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დააზღვიონ და მხარი დაუჭირონ მას პირველი მოსმენით. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს“ , - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)