|
2020-06-20 23:49:02, 1554 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ქვეყანაში არეულობა აწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც დაბალი პოლიტიკური რეიტინგი აქვთ
ქვეყანაში არეულობა აწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც დაბალი პოლიტიკური რეიტინგი აქვთ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. „ქართული „ნოუ ჰაუა", როდესაც გამოძიების დეტალებზე პოლიტიკოსები საუბრობენ ვერსიების დონეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღემდე არ უთქვამს ეს ეხებოდა თუ არა გაბუნიას. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, პირველ რიგში ვის დაადებდნენ ხელს? პირველ რიგში ვინ გამოვარდებოდა ქუჩაში, პირველ რიგში ვინ მოიცლიდა დესტაბილიზაციისთვის და რა მოწოდებები იქნებოდა მე ამაზე პასუხს არ გავცემ. ამ კითხვებს პასუხი მოსახლეობამ გასცეს და აქედან გამომდინარე რა შედეგი დადგებოდა საზოგადოებამ განსაჯოს. ამ ქვეყანაში არეულობა აწყობს ორ ვიღაცას. ერთი ოკუპანტ რუსეთს და მეორე იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც აქვთ დაბალი პოლიტიკური რეიტინგი ხელისუფლების ხელში ჩაგდების სხვა შანსი გარდა დესტაბილიზაციისა არ გააჩნიათ. ვინ არის ასეთი პოლიტიკური ძალა ამაზე არ ვისაუბრებ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)