|
2020-06-20 14:19:05, 1375 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე - ივანიშვილს აქვს კიდევ ერთი შანსი, რომ პოლიტიკურად თავი არ დაიღუპოს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ის, რომ მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, ივანიშვილს აძლევს საშუალებას, რომ პოლიტიკურად თავი არ დაიღუპოს. „ივანიშვილს აქვს კიდევ ერთი შანსი, მინიმუმ რამდენიმე დღის დრო, რომ არც თავისი თავი დაღუპოს პოლიტიკურად და მეორე მხრივ, ქვეყანას არ მიაყენოს ზიანი. პირველი მოსმენის კენჭირსყრაში ჩვენი მონაწილეობა მას აძლევს ამის შანსს. შემდგომ კენჭირსყრაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ არ გადაიდგმება ის ნაბიჯები, რომლებიც შეთანხმების შესრულებისთვისაა აუცილებელი“, - განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერს მხარს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)