13:00 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 13:21:22, 1694 ნახვა

პოლიტიკა
ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ „რუსული ვირუსისგან“ - „გაბედეს“ წევრები აქცია-პერფორმანსებს მართავენ (ვიდეო)

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები 20 ივნისიდან ერთი წლის თავზე, აქცია-პერფორმანსებს მართავენ.

სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც სპეციალური ეკიპირებითა და სადეზინფექციო ხსნარებით შეწამლეს ტერიტორია. ამასთანავე, მათ ადგილზე ჰქონდათ მიტანლი ე.წ ხაფანგები, სადაც დამაგრებული ჰქონდათ ფულის კუპიურები.

სამოქალაქო აქტივისტებმა კანცელარიის შემდეგ, გადაინაცვლეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, მათი მიზანია, რომ შეწამლონ სამთავრობო უწყებების ტერიტორია,რათა გაათავისუფლონ ქვეყანა „რუსული ვირუსისგან“.

როგორც ცნობილია, მოძრაობა „გაბედეს“ წევრები, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გადაინაცვლებენ და შემდეგ, 7 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი
ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ტრამპთან ჰამასის შეთანხმებასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics