|
2020-06-19 17:40:03, 1249 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. ამ დროისთვის სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებიან. ამასთან, როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ისინი აცხადებენ, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს, განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეული 8 მარტის შეთანხმების თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, პროპორციით 120/30-ზე უნდა ჩატარდეს. ამასთან, დაწესებულია 1%-იანი ბარიერი და ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)