|
2020-06-19 16:13:08, 1548 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები, მყარ გამარჯვებაში ხელს გვიწყობენ
რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები ხელს გვიწყობენ უფრო მყარ გამარჯვებაში, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას. მდინარაძის თქმით, საერთო კანდიდატების დასახელება იქნება საფუძველი იმისა, რომ პირველივე ტურში დასრულდება არჩევნები. „ჩემთვის არანაირ მიზანს არსაერთო კანდიდატების დასახელებით წარმოადგენს ცინიზმი და არ შეიძლება, რომ უდიერად ან უპატივცემულოდ მოეპყრო შენს ყველაზე სუსტ კონკურენტს, თუმცა რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიციიდან მათ შორის,ხელს გვიწყობენ უფრო მყარ გამარჯვებაში, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ. პიროვნულად არ მიიღოს არცერთმა, უფრო მეტად საუბარი მაქვს საერთო კანდიდატებზე, რა შემთხვევაშიც წარმატების საფუძველი ის იქნება, რომ პირველივე ტურში დასრულდება ყველაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)