|
2020-06-19 15:35:31, 1230 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც უმრავლესობის წევრები ესწრებიან. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ. "მაჟორიტარებისაგან სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ჩვენი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია. საკონსტიტუციო ცვლილებით მაჟორიტარული შემადგენელი იქნება შენარჩუნებული და ასევე, შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული სისტემით, არამედ იმ სისტემით, რომელსაც ახა ავირჩევთ. იმედი მაქვს, რომ საკმარისი ხმები იქნება," - განაცხადა სხდომაზე შესვლის წინ, „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)