02:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 11:36:38, 1638 ნახვა

კომენტარი
მქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია - გიორგი გაბუნია სასამართლოში მივიდა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია, თუმცა დეტალები მისთვის არ იყო ცნობილი.

როგორც გიორგი გაბუნიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მის მიმართ თვალთვალი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

„მე პირდაპირ გეტყვით, რომ ბევრი არ მაქვს სათქმელი, მქონა ინორმაცია, რომ ლიკვიდაცია შესაძლოა დღის წესრიგში ყოფიიყო, რაც მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ მქონდა ზოგადი ინფორმაცია, დეტალები ჩემთვის არ უთქვამთ, შესაბამისად ვერც გამოძიებასთან ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი. ვიცი, რომ მითვალთვალებდნენ, რაც ჩემმა დაცვამ შეამჩნია.

ამასთანავე, მე მქონდა ინფორმაცია, რომელიც გამოვიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდეც, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა მელაპარაკა.

დაახლოებიტ რომ ვთქვა, 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics