08:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 16:36:19, 817 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ტერნოპოლში იმყოფებოდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ კობა ნაკაიძესთან, ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორ მალხაზ ხალვაშთან, სამედიცინო ცენტრ „მედცენტრი“-ს დირექტორ მიშა ართმელაძესთან და ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“-ს კარდიოლოგიური დეპარტამენტის უფროს იოსებ სიხარულიძესთან ერთად 22-26 აგვისტოს საპასუხო ვიზიტით უკრაინის ქ. ტერნოპოლში იმყოფებოდა. 
აწარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის რესპუბლიკაში აჭარის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა ვიზიტი „აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების“ ორგანიზებით და  ტერნოპოლის მერიის მიწვევით შედგა.
მათივე ცნობით,  ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ოფიციალური შეხვედრები გამართეს ტერნოპოლის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან. გაეცნენ ქალაქის ჯანდაცვის სისტემას. მოინახულეს სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის, ქ. ტერნოპოლის N2 მუნიციპალური საავადმყოფო, თვალის მიკროქირურგიის კლინიკა „მედიკუს“-ი და ქ. ტერნოპოლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი. მხარეებს შორის თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება. უკრაინის ქ. ტერნოპოლის მედიკოსთა 6 კაციანი დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 1-6 ივლისს სტუმრობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics