|
2020-06-18 10:56:05, 1205 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი - Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის ნაბიჯები, საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამებოდა
Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კრიზისის შემდგომ ეკონომიკურ გეგმაზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები. „საქართველოს მთავრობა მუშაობას განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე და ამ პროცესში საკონსულტაციო მომსახურებას იღებს მაღალი დონის ეკონომიკური ექსპერტებისა და პროფესიონალებისგან. ვმუშაობთ Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, მოწყვლადი ეკონომიკების სტაბილიზაციის და გაძლიერების კუთხით. ჩვენ, აგრეთვე, ვმუშაობთ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორთა ჯგუფთან, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. მანვე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მათი როლი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. „რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი დონის საკონსულტაციო მომსახურების მიღებას ვახერხებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის განვითარების სააგენტოს და ასევე, გაერო-ს განვითარების პროგრამას, მათი როლი ამ პროცესში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა. როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, Deloitte-ის პირველ პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც, სამუშაო პროცესში, შიდა უწყებრივი განხილვები გაიმართება. „დღეს Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის წევრებს წარუდგინეს პირველადი პრეზენტაცია, სადაც მათ ისაუბრეს ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და არსებულ პერსპექტივებსა და რეკომენდაციებზე, როგორც პანდემიის პერიოდში, ისე მის შემდგომ. მოვისმინეთ მრავალი საინტერესო რეკომენდაცია, თითოეული მიმართულებით. ჩვენ განვაგრძობთ მათთან მუშაობას იმისთვის, რომ ჩავრთოთ ადგილობრივი ექსპერტები ამ რეკომენდაციების დახვეწის პროცესში და განვახორციელოთ შიდა უწყებრივი განხილვები. დაისვა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი, მათ შორის, ექსპერტების მხრიდან ძალიან პოზიტიურად შეფასდა მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება და ღონისძიება ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის გეგმებში, მათი განცხადებით, თითოეული ეს ნაბიჯი შეესაბამებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას. ასევე, ძალიან დროული და სწრაფი იყო ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ გადადგა, რათა კრიზისის დროს მაქსიმალურად მხარი დაეჭირა მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ტრამპთან ჰამასის შეთანხმებასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
როიტერი: აშშ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)