|
2020-06-17 13:18:45, 1559 ნახვა
რეგიონი
მერის ინიციატივა - „სოლიდარობის დღეები ქედაში“ გრძელდება
24 წლის გიორგი ბერიძე სოფელ კანტაურში ცხოვრობს. 3 წლის წინ ავტოავარიის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა და ახლა ეტლით მოსარგებლეა. ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, სოლიდარობის დღის ფარგლებში, გიორგის ახალგაზრდებთან ერთად ბინაზე ესტუმრა და მის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ,,ჩვენ მესამე წელია, ქედაში სოლიდარობის დღეები დავნერგეთ. ინიციატივის ფარგლებში, საჯარო მოხელეებთან ერთად, არაერთი აქცია გავმართეთ: პანდუსების მოწყობა, მარტოხელა მოხუცებისთვის საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარება, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ადამიანური რესურსით დახმარების გაწევა (სახლის სახურავის გადახურვა და ა.შ.), სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის მიზნობრივი დახმარების გაწევა და სხვა. დღეს, გიორგის ვეწვიეთ და არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,ადამიანისთვის ადამიანი"-ს მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადავეცით. თუმცა ჩვენი თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება. გიორგის სხვადასხვა პროგრამებში ჩართვას და მაქსიმალურ მხარდაჭერას დავპირდით, რომ არჩვეულებრივი ახალგაზრდა აქტიურად მონაწილეობდეს თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროგრამებში", - განაცხადა ლევან გორგილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)