|
2020-06-16 15:15:52, 1059 ნახვა
რეგიონი
მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები განახლდა
მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები დღეს განახლდა. პროგრამა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დროებით იყო შეჩერებული. მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს წევრებმა შეხვედრები გამართეს დღეს დაბა ქედის ცენტრის მოსახლეობასთან და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ქედის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ, მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები იდეის წარმოდგენის პროცესში და პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მოქალაქეებს იდეის წარმოდგენა 1 ივლისიდან შეეძლებათ. გამარჯვებული იდეის განხორციელება კი 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ: თითოეული საპროექტო იდეის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს საპროექტო იდეა უნდა ეხებოდეს დაბა ქედას ან/და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულს და უნდა განეკუთვნებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას; პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას და წარმოადგენდეს საზოგადოებრივ საკუთრებას. ის არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან ბიზნეს ინტერესებზე. იდეების რეგისტრაციის შემდგომ მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო მოახდენს საპროექტო იდეების ტექნიკურ გადარჩევას (სამართლებრივ და ფინანსურ შეფასებას) და მეორე ეტაპზე გადასული იდეების ავტორებს აცნობებს სმს შეტყობინებით მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, იდეის ავტორს განსაზღვრულ ვადაში ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით. უნდა გახსოვდეთ, რომ: თქვენ წარადგენთ მხოლოდ საპროექტო იდეას და არა პროექტს; თქვენ არ გევალებათ არც ზუსტი პროექტის შედგენა და არც დეტალური ხარჯთაღრიცხვის გაკეთება; საპრექტო იდეის წარდგენის შემდეგ, მისი დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტებთან მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)