|
2020-06-16 12:09:52, 1476 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - ჯანადაცვის სამინისტრო სამედიცინო სექტორის პროკურორიც ხდება და მოსამართლეც, სექტორი კი სამართალს ვერსად იპოვის
მთავრობამ ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების ისეთი პაკეტი მოამზადა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ფინანსურ პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში, აუცილებლად გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების გაკოტრება-დახურვა-შერწყმას, სამედიცინო პესონალის უმუშევრობას ან შემოსავლის შემცირებას და გაზრდის კორუფციის რისკს მაკონტროლებელ ორგანოებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მომზადებული ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტრო არ სჯერდება მარეგულირებლისა და მაკონტროლებლის ფუნქციებს და იმ ფუნქციებსაც ითავსებს, რასაც აქამდე სასამართლო ახორციელებდა. „იქიდან გამომდინარე, რა ურთიერთობაც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სექტორთან ბოლო წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამინისტრო სამედიცინო სექტორის პროკურორიც იქნება და მოსამართლეც, სექტორი კი სამართალს ვეღარსად იპოვის“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი. მისივე აზრით, შემაშფოთებელია, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები 520-ე დადგენილებით მიღებული ზარალზე საუბრობენ და ამ დროს მთავრობა მათი დასჯის ახალ მექანიზმებს ქმნის. როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ახალი კორონავისრუსის ეპიდემიის პირობებში, მთავრობა, პირიქით, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდეს და არა მის დასუსტებაზე. ჭიაბერაშვილის თქმით, აქამდე ჯანდაცვის სიტემის „ქართული ოცნების“ მიერ 2013 წელს შემოღებული დაფინასების მოდელმა მიგვიყვანა. იგი მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მათთვის სამართლიან კონკურენციას, პაციენტებისათვის კი - ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. „სამედიცინო სექტორს იმავდროულად სჭირდება გარანტია, რომ სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება მოხდება გააზრებულად, გეგმაზომიერად, ყველასთან შეთანხმებით და ეტაპობრივად და სახელმწიფო იქნება მიუკერძოებელი არბიტრი სადაზღვევო და სამედიცინო სექტორებს შორის და არა დასჯაზე ორიენტირებული პრკურორი“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)