21:44 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 19:06:00, 1377 ნახვა

რეგიონი
ძლიერმა სეტყვამ ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომისიის წევრები ერთი კვირის ვადაში დაითვლიან ზარალს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად.

ხარაულაში, დანდალოში, ჯალაბაშვილებში, ტაკიძეებში, კოკოტაურში, ცხმორისსა და აბუქეთაში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი.

შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელშიც ჩართული არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიამ საველე შესწავლა დღეს დაიწყო და ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაზარალებულ სოფლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე იმყოფებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics