|
2020-06-15 16:20:12, 1584 ნახვა
რეგიონი
აბასთუმანში, ობსერვატორიასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
დაბა აბასთუმანში, ობსერვატორიის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი - 10 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. „დაბა აბასთუმნის მიმდებარედ ბოლო დღეებში ტყის ხანძრის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაბაში მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო ექსპერტები, ხანძრის ადგილის შესასწავლად და გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ექსპერტები არ გამორიცხავენ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას, რადგან ბოლო სამ დღეში ორჯერ გაჩენილ ხანძარს წინა ღამით ძლიერი წვიმა უსწრებდა. აბასთუმანთან ხანძრის ახალი კერა 15 ივნისს დილის საათებში გაჩნდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაიწყო ხანძრის ქრობითი სამუშაოები. მომხდარ ფაქტზე საქმე დაწყებლია სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)