11:14 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 16:13:53, 1320 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 19 ივნისიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დაიწყება

19 ივნისიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პირობა შესრულდება და ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

„მომდევნო კვირა არის სასესიო კვირა და ეს არის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული კვირა. შემდგომში უკვე ჩვენ მოგვიწევს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მუშაობა ივლისში. მოგეხსენებათ, რომ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი კანონპროექტები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული და სხვა არაერთი პრიორიტეტული საკითხი. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვვლილებების საყოველთაო საჯარო განხილვას, პრაქტიკულად, ის დასრულდა ამ კვირაში. საჯარო განხილვების ვადა, რომელიც კანონმდებლობითა არის მოცემულია, ერთთვიანი, მთავრდება 18 ივნისს, შესაბამისად, 19 ივნისიდან შეგვიძლია გადავიდეთ საკომიტეტო განხილვებზე, ასევე ჩავატაროთ კენჭისყრები, რაც, მაღალი ალბათობით, როგორც გვაქვს დაგეგმილი, ივნისის ბოლომდე წესით უნდა დასრულდეს. ჩვენი პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება, ამ ცვლილებებს ექნება ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსს და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირმა მისცა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც შეთანხმება მიღწეულია სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ასევე ასახული იქნება ამ ცვლილებებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics