10:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 14:54:17, 2011 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობის მიზანმიმართულ კამპანიაზე ისაუბრა

საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობის კამპანიას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს თავდაცვისუნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება.

„დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება, რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას, ერთ-ერთი მთავარი იდეის და მიზნის - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოჯახში გაწევრიანებისათვის დამატებითი ბარიერების შექმნას და საბოლოოდ, თავდაცვისუნარიანობის მოშლას“, - აღნიშნა მან.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ კამპანიაში  ფსევდოდასავლური ორიენტაციის მქონე დესტრუქციული ძალების ჩართულობაზე. მისი განცხადებით, მიზანმიმართულ კამპანიაში ჩართული ძალები არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნულის საპასუხოდ, მთავრობის პოლიტიკა - სტაბილურობა და განვითარება, პროვოკაციებზე მშვიდი, კომპეტენტური და ეფექტური რეაგირება, სამშვიდობო პოლიტიკა სამეზობლოში და პარტნიორებთან სამხედრო და უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის მაქსიმალური გაღრმავება წარმოადგენს დესტრუქციული ძალებისათვის ერთ-ერთ ძირითად ხელშემშლელ ფაქტორს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics