20:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 23:19:18, 19112 ნახვა

ომი უკრაინაში
იმნაძე - თავი უნდა ვაიძულოთ, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა... მაგრამ თავი უნდა ვაიძულოთ, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადებასთან ბრძოლის მეორე ეტაპი წინაა და ერთმანეთის გაფრთხილება ყველაზე მნიშნელოვანია.

„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა - ყველას უნდა თავისუფლება, ძალიან კარგია ეს, მაგრამ თუ ცოტა ჩვენ თავს არ ვაიძულებთ, ლაპარაკია ელემენტარული წესების დაცვაზე - დახურულ სივრცეში რომ შედიხარ, გაიკეთე პირბადე, დაიცავი დისტანცია, ნუ შეიკრიბები და ნუ გადაიხდი ქორწილებსა და ხალხმრავალ დაბადების დღეებს. თბილისში ვართ და ყველამ ვიცით, სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ, გავრცელდება და იტყვიან, რას უყურებდნენო. ჩვენი თანამოქალაქეების შეგნებაზეა ახლა ეს. აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანების რომ იქცეოდა კარგად, იმიტომ განვლეთ მართლა კარგად ეს პირველი ეტაპი. ახლა იწყება მეორე ეტაპი ამ დაავადებასთან ბრძოლის და ისევ და ისევ ჩვენმა თანამოქალაქეებმა თუ არ დავიცავით და ერთმანეთს არ მოვუფრთხილდით, დამერწმუნეთ, რომ ამის გაჩერება... სამწუხაროდ მაგალითები ხომ გვაქვს გვერდით ქვეყნებში“ , - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics