|
2020-06-11 15:04:10, 2247 ნახვა
პოლიტიკა
ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვის პროექტი ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებისადმი ეკოსისტემის მედეგობის გაძლიერების მიზნით“ ონლაინ შეხვედრის ფორმატში განიხილეს. ონლაინ შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ გერმანიის მთავრობას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მადლობა გადაუხადა პროექტის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება სახელმწიფოს მიერ ტყის სექტორის განვითარების კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა. „ტყის სექტორის მდგრადი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გვაქვს „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) მხარდაჭერის იმედი. აღნიშნული პროექტი ქვეყანას სათბური აირების ემისიის შემცირებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. პროექტი, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით, ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) მიერ მართული ტყის მასივების ნაწილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას და ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური გაზების ემისიების შემცირებას ითვალისწინებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარებას. მოხარული ვარ ქვეყნის მიერ ტყის სექტორის მდგრადი განვითარების პრიორიტეტად გამოცხადების გამო. მაქვს ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი“, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშნა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი პროფესიული განათლების წახალისებასთან ერთად, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და საშეშე მერქნის მდგრადი გამოყენებით, ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. ონლაინ შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, „კლიმატის მწვანე ფონდის“ მიმდინარე წლის მმართველი საბჭოს წევრები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)