13:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 12:16:52, 2454 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებებს იწყებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა და იაპონიის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯინდა ნაოიამ  საქართველოსა და იაპონიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განახლების მიზნით ონლაინ კონსულტაციები გამართეს.

განახლებული შეთანხმების პროექტის მიზანია, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტის საფუძველზე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის მოდელით შემოთავაზებული სიახლეების გათვალისწინება (დანერგვა), რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics