|
2020-06-09 11:40:25, 2521 ნახვა
რეგიონი
სოფელ გრაკლის საბავშო ბაღის მშენებლობა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში საბავშო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე შენდება, აღიჭურვება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობით, ვენტილაციის სისტემით, წყალმომარაგებითა და სახანძრო სიგნალიზაციით. გამწვანდება საბავშო ბაღის ეზო და საბავშო მოედანზე მოეწყობა გასართობი საშუალებები. ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან არსებული დღემდე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული და პირობები დღევანდელ მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ხარისხი 2“ ახორციელებს, რომელზეც 474896 ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა ერთერთი პრიორიტეტია. ახალი საბაშო ბაღები შენდება სოფელ იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა სამშენებლო სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)