|
2020-06-08 11:44:40, 2865 ნახვა
რეგიონი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა
არსებული ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, მისივე მოგვარე ძმები ცივი იარაღით დაჭრა. აღნიშნული შემთხვევა სოფლის ცენტრში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მათი თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა, რა დროსაც ორ პირს გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებულები ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ორივე მათგანი თბილისის სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)