09:04 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 19:11:14, 3044 ნახვა

პოლიტიკა
ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა პარტია სოლიდარობის ალიანსი დააფუძნეს

"ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" - დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ პარტიას ქმნიან. ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში ერთიანდებიან უმრავლესობის ყოფილი წევრები, რომლებმაც მმართველი პარტიის რიგები დატოვეს.

პარტიის თავმჯდომარე იქნება ბექა ნაცვლიშვილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. 

როგორც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა განაცხადა, პარტიაში მის გარდა იქნებიან ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ხოლო თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი.
გედევან ფოფხაძის თქმით, მას აბსურდად მიაჩნია სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები მაჟორიტარებთან დაკავშირებით.
„აბსურდად მიმაჩნია, რომ დავჯდე და ვინმეს ვკითხო, სად ვიყარო კენჭი, სად შენ იყარო კენჭი, მოდი, ახლა შევთანხმდეთ ვინ, რას გავაკეთებთ. ამაზე ჩვენ ქართველ ხალხს დაველაპარაკებით“, - აღნიშნა ფოფხაძემ.
"5 მოქმედი დეპუტატი - ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და მე, ხოლო თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი გავერთიანდებით აღნიშნულ პარტიაში. ჩვენ, ბუნებრივია, ღია ვართ თანამშრომლობისთვის სხვა კოლეგების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით. ჩვენი ხედვა იქნება პოზიტიური დღისწესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 30-წლიანი პოლიტიკური დაპირისპირება უნდა დასრულდეს," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics