|
2020-06-06 12:04:08, 4200 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოფელ გეტაში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტი გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში წითელ ზონად ამ დრომდე სოფელი გეტა და მუშევენი რჩება. დღეს გეტაში მცხოვრებ 160 ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტები გადასცა. სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მიიღო. პაკეტების დარიგება ჩაკეტილ სოფელში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთ წითელ ზონაში, სოფელ მუშევანში, მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები უკვე დაარიგა. „დღეს სოფელ გეტაში ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო პაკეტები გადავეცით. სოფელი კორონავირუსის პანდემიის გამო დღემდე მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მოსახლეობის დახმარება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში სოფელს წითელი ზონის სტატუსი მოეხსნება, გეტას გახსნის საკითხი არსებულ ეპიდსიტუაცუაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)