|
2015-08-25 15:17:38, 526 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოჩამჩირე-გალის მიმართულებით რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორიც სოხუმი-ოჩამჩირისაა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოჩამჩირე-გალის მიმართულებით რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორიც სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთია. როგორც ზაქარეიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი აღდგა, იქ არც ერთ მატარებელს არ გაუვლია. "როგორი მონაკვეთიც არის სოხუმი–ოჩამჩირე, რომელიც თავის დროზე ვითომ აღდგა და არცერთ მატარებელს არ გაუვლია, როგორც ჩანს ახლა გაწმენდა მიმდინარეობს ოჩამჩირე–გალის მიმართულებით. არავითარი არსებითი სიახლე ამ მხრივ არ არის, გარდა იმისა, რომ წმენდენ ამ მონაკვეთს. თქვენ გინახავთ სადმე მფრინავი მატარებლები? როგორ გადმოვა ეს მატარებელი სამეგრელოში. ხიდი არ არის. აშკარად ჩანს, რომ ამ ტიპის არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს. ეს ისეთივე მკვდარი მონაკვეთია, როგორიც სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)