|
2015-08-24 21:36:48, 398 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: სტოლტენბერგის ვიზიტი მოწმობს რომ საქართველო ნატოს დღის წესრიგში სერიოზულად არის წარმოდგენილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით, ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში მოწმობს იმას, რომ საქართველო ნატოს დღის წესრიგში სერიოზულად არის წარმოდგენილი და რომ საქართველო ნატოსთვის საჭირო პარტიონირია. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება ნატო- საქართველოს სასწავლო ცენტრი და ნატოს გენერალურ მდივანს გააცნობენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. „ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მოწმობს, რომ საქართველო არის სერიოზულად წარმოდგენილი ნატოს დღის წესრიგში, რომ ეს არის ასპირანტი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი საჭირო პარტნიორი რეგიონში უსაფრთხოებისთვის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გათვალისწინებით მნიშვნელოივანი პარტნიორი. ჩვენ შეხვედრები გვექნება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალ დონეზე. იქნება ნატო- საქართველოს ცენტრის გახსნა. ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ნატოს გენერალური მდივანი გაეცნობა მიმდინარე რეფორმებს. იქნება მნიშვნელოვანი დიალოგი ვარშავის სამიტის წინ“,-განაცხადა ბერუჩაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)