|
2020-05-29 11:26:36, 1213 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე მუნიციპალური ავტობუსების შემოწმებისა და დეზინფექციის პროცესს გაეცნო
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე N2 ავტობაზაზე იმყოფებოდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე, მუნიციპალური ავტობუსების საბოლოო შემოწმებისა და სპეციალური წესით დამუშავების პროცესს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ 29 მაისიდან მგზავრებს სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მოემსახუროს. „ხვალ დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. როგორც ავტობუსები და მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები სრულ მზადყოფნაშია. ახლა მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა აუცილებლად იქონიონ პირბადეები, რადგან მათ გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იქნება. მინდა, საზოგადოებას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ყველა ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილება. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ვსაუბრობთ“, - განაცხადა კალაძემ. 29 მაისიდან თბილისში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებს. მგზავრებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 550 ავტობუსი მოემსახურება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად იქნება დაცული.
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)