|
2015-08-24 11:03:26, 470 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგას უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ თქვენო აღმატებულებავ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. უკრაინელმა ხალხმა გრძელი გზა გაიარა მისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“,- აღნიშნულია პრეზიდენტ მარგველაშვილის მისალოც წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)