|
2020-05-23 00:26:36, 1544 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა
საქართველოში ღამის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა. - მოქალაქეებისთვის დასაშვებია ფეხით და ავტომობილით გადაადგილება. პრემიერ-მინისტრის პრესსპიერმა და ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა შეზღუდვები დარჩება ქვეყანაში ძალაში. "დღეს 23 საათიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისად, დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. დღეიდან, საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. საკარანტინო რეჟმი გაუქმებულია ბოლნისში, თუმცა რჩება სოფლებშ- მუშევანსა და გეტაში. ასევე, თეთრაწყაროს მუნიციპალიტეტში. ამასთან, უქმდება სამკაციანი შეზღუდვა, თუმცა ეს არ შეეხება ტაქსებს. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა, რეკომენდაციაა ისინი უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან. 23 მაისის შემდეგ, ძალაშია - რესტორანში, ბარებში და კაფეებში ადგილზე მომსახურება. შეზღუდულია სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო სივრცეებისა. ტანსაცმელის, ფეხსაცმელის მაღაზიებისა და მოლების ფუნქციონირება. სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება. სახელმწიფო სერვისები კვლავაც დისტანციურად განხორციელდება. ამ ეტაპზე, შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შენარჩუნდება. რაც შეეხება შეზღყდვების ეტაპობრივ მოხსნას ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)