18:13 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 12:37:16, 2142 ნახვა

კომენტარი
გოცირიძის განცხადებით, მთავრობას საწყალი კომენტარები აქვს და ყოველ წუთს უკან იხევენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ კანონპროექტის განხილვის დროს ოპოზიციის მხრიდან "პოლიტიკური მასკარადი" იხილა.

გოცირიძის თქმით, მთავრობას საწყალი კომენტარები აქვს და ყოველ წუთს უკან იხევენ.

"დღეს ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის სხდომაში, ვინაიდან როგორც იტყვიან, ამათ ჩვენი მტერი ენდო, შეიძლება ხვალ ან დღეს კვლავ შეცვალონ მიღებული გადაწყვეტილება. პარლამენტი ღებულობს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას მაინც არ არის მოხსნილი და იგი მაინც გასაჩივრებული იქნება. 

რაც შეეხება მთავრობის საწყალ კომენტარებს, ყოველ წუთს იხევენ უკან. განაცხადებენ ხოლმე რომ ქვეყანაშ ა არიან პოლიტპატიმრები და მეორე დღეს უწევს იმის მტკიცება, რომ პოლიტპატიმრები თურმე საპატიმროდან ჰუმანური მოსაზრებით და არა ხალხისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეგავლენით", - განაცხადა რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გუშინ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის განხილვასთან დაკავშირებული მოსაზრებები "პოლიტიკურ მასკარადს" ჰგავდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics