|
2020-05-22 12:25:02, 1151 ნახვა
საზოგადოება
ტიკარაძე - უკვე ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზე და მომდევნო კვირაში გარკვეული სტანდარტები გვექნება
უკვე ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზე და მომდევნო კვირაში გარკვეული სტანდარტები გვექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დეტალური მუშაობის ჩატარება, რათა საგანგებო მდგომარეობის დაწესება კვლავ აუცილებელი არ გახდეს. „ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზეც. შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისათვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას ის გარკვეული რისკები, რის შედეგადაც შეიძლება მთავრობა გახდეს ისევ იძულებული, რომ დააწესოს საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ დავბრუნდეთ ისევ იმ სტატუსზე, რომელიც გვქონდა მარტის თვეში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შრომითი ინპექციის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა რესტორნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კონკრეტული სტანდარტების დადგენის შემდეგ, საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად გააცნობენ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)