|
2020-05-21 17:10:56, 1029 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N47 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო
თბილისის N47 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო. ავარიული შენობის დემონტაჟის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო. ბაგა-ბაღი აღნიშნულ შენობაში ამ დრომდე ფუნქციონირებდა, ახალი სააღმზრდელო წლიდან კი მისი კონტინგენტი ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება. „N47 ბაგა-ბაღის შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მისი დემონტაჟი დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ ბაღების სააგენტოს უკვე მომზადებული აქვს პროექტი, რომლის განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ და ჩვენს პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაგა-ბაღს ავუშენებთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, რომელმაც დემონტაჟის მსურველი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა. კომპანიას ტერიტორიის გასუფთავებისთვის სამთვიანი ვადა აქვს. თბილისის N47 ბაგა-ბაღში კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)