|
2020-05-21 16:05:45, 1059 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქცია გრძელდება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი გრძელდება. მარტოხელა ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების აქციაში დღეს კომპანიები - Duty Free Georgia, „სქაიტელი“, „მასთერქარდი“ და „კარფური“ ჩაერთნენ. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო და პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „გრძელდება ჩვენს მიერ წამოწყებული ძალიან კეთილი საქმის განხორციელება. საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომლითაც ყველა იმ ოჯახს ვეხმარებით, ვისაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. დღეს მინდა, თანადგომისთვისა და მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიებს - Duty Free Georgia, „სქაიტელი“ „მასთერქარდი“ და „კარფური“. მათ მიერ შემოტანილი არამალფუჭებადი პროდუქტები დღესვე, ათივე რაიონში გადანაწილდება და იმ ოჯახებში დარიგდება, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად არსებობს. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ასევე, ყველა იმ რიგითი მოქალაქის მიმართ, ვინც ამ კეთილ საქმეშია ჩართული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 20 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ. მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)