|
2020-05-21 10:48:29, 1045 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა 4 მისამართზე მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ამ ეტაპზე, 4 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირი N39ბ და N39ვ-ში ხორციელდება. ორივე კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელი სრულად შეიცვალა. 670 გრძივი მეტრი ახალი მილები მოეწყო და 14 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „აქტიურად ვაგრძელებთ კორპუსების დაზიანებული კომუნიკაციების რეაბილიტაციას. კონკრეტულად ამ პროექტით ორი კორპუსის მოსახლეობას, 140 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები. წყალარინების ქსელის შეცვლის შემდეგ, ასფალტის საფარიც დაიგება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ორივე კორპუსის ქსელის შეცვლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 120 000-მდე ლარს დახარჯავს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)