15:50 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 10:27:02, 966 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს დაუკანონდა

კასპის მუნიციპალიტეტში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 6 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს   დირექტორი  ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

იძულებით გადაადგილებული 6 ოჯახი კასპში, ფარნავაზის ქ.N18-ში წლების განმავლობაში ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გადაწვეტილება უკვე მიღებულია და მთავრობის განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ.

დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics