16:55 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 16:57:24, 1548 ნახვა

საზოგადოება
ზაჰესში N50 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე N50 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.

შესაბამის სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. ასევე, დემონტაჟის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობაზე გაესაუბრა.

„მიმდინარე წელს ინტენსიურად დავიწყეთ ავარიული შენობების დემონტაჟი. ამჟამად, ქალაქის მასშტაბით, ხუთი ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაცვლად, მომავალ წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღების მშენებლობა დაიწყება და ალტერნატიულ ფართებში გადანაწილებული ბაღების კონტინგენტი კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში დაბრუნდება,“ - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.

პროექტს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, რომელმაც დემონტაჟის მსურველი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა. კომპანიას ტერიტორიის გასუფთავებისათვის ვადა ივნისის შუა რიცხვებამდე აქვს. დემონტაჟის შედეგად ბიუჯეტში 17 000-მდე ლარი შევა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics