|
2020-05-18 16:32:55, 1503 ნახვა
საზოგადოება
მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერი განახლდა
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N 17-ის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე 1 600 კვადრატული მეტრი ფართობი რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო ლედ განათების სისტემა, საჩრდილობელი და ყველა საჭირო ინვენტარი. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა. „ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. ამ ქუჩაზე ეს მხოლოდ ერთი გარე სკვერია. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული და კეთილმოწყობილი დასასვენებლი სივრცე შევქმნათ და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ „გრინსერვისი+“ აწარმოა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 179 799 ლარი დაიხარჯა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)