|
2020-05-18 12:31:53, 1219 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
კოჯორში, ბარათაშვილის ქ. №3-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ექვსი გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „მთაწმინდის გამგეობა აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ჩვენს რაიონში, რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მწვავედ დგას მეწყერსაშიში ტერიტორიების პრობლემა. შესაბამისად, ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს კოჯორში, სადაც სამუშაოები მალე დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 103 800 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნულ სამუშაოებს, რომელიც ივნისში დასრულდება, შპს „ინსტალ +“ აწარმოებს. მიმდინარე წლისთვის რაიონში, მსგავსი პრობლემის გამო, გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მოწყობა უკვე დასრულდა. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე კედლის მოწყობა არის დაგეგმილი.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)