|
2020-05-15 15:14:03, 1658 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსთან დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მიმდინარე წლის გეგმის გათვალისწინებით, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სტადიონზე ეწყობა ახალი საფარი, ღობეები, დამონტაჟდება კარები და ფარები. დასასვენებელ სივრცეში კი, განთავსდება საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით. დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყობა განათების ქსელი და დაირგვება მცენარეები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. „ვაკის რაიონში აქტიურ რეჟიმში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება, მათ შორის სპორტული მოედნების და სკვერების განახლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყველა დასასვენებელ და სპორტულ სივრცეში განთავსდება ახალი ინფრასტრუქტურა, სკვერები განათდება და გამწვანდება, რაც ზაფხულში კომფორტულ პირობებს შექმნის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება დაახლოებით, 100 000 ლარს, ხოლო სპორტული მოედნის მოწყობის პროექტი, დაახლოებით 45 000 ლარს შეადგენს. სულ, ამ ეტაპზე, ვაკის რაიონში ექვსი სპორტული მოედნის და ექვსი დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)