|
2020-05-14 19:18:35, 1767 ნახვა
საზოგადოება
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში, სოფო კილაძე მონაწილეობას არ მიიღებს
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე მონაწილეობას არ მიიღებს. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისი პრაიდის ორგანიზებით ონლაინ აქცია ჩატარდება. აქციაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და სახალხო დამცველი მიიღებენ. „17 მაისს ვაკეთებთ ონლაინ ღონისძიებას და მივმართეთ სხვადასხვა აქტორს, ვისაც ეხება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ შორის არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაცია და ბევრი ის პირი, ვინც უშუალოდაა ამ საკითხში ჩართული. სოფო კილაძემ მოგვწერა უარი. ცოტა გაურკვეველი შინაარსის იყო, თქვა, რომ სახალხო დამცველი უკვე იღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში და არ ჩათვალა ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება. ზოგადად ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არ გამოირჩეოდა ხოლმე წინა წლებში ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვით და ესაა გაგრძელდება, განსაკუთრებულ ცვლილებას არ ველოდით“, - განაცხადა გიორგი თაბაგარმა „ტვ პირველთან“. ამასთანავე, თბილისის მერიას ლგბტ თემის წარმომადგენლებმა მიმართეს, რომ ჰომოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ლგბტ ფერებში განათდეს, თუმცა მათ ამ დრომდე რაიმე პასუხი არ მიუღიათ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)