|
2020-05-14 17:51:01, 1476 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: მწარმოების გაფართოებული ვალდებულება ისტორიული რეფორმაა და საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ
„მწარმოების გაფართოებული ვალდებულება ისტორიული რეფორმაა და საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. „მწარმოების გაფართოებული ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მას ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის თვალსაზრისითაც. როცა ვსაუბრობთ მწვანე და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე, ის თავის თავში მოიცავს ცირკულარული ეკონომიკის ელემენტებს და მისი სტიმულირების ყველაზე მსხვილი პაკეტია წარმოების გაფართოებული ვალდებულების შემოღება, ანუ ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანამ აირჩია, საკანონმდებლო დონეზე მიიღო გადაწყვეტილებები და ახლა კანონქვემდებარე აქტებზე მიდგა ჯერი. შეთანხმების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია. საკანონმდებლო ინიციატივებს წინ უსწრებდა ინტენსიური მოლაპარაკებები ბიზნესთან. გათვალისწინებულია ბიზნესის წარმომადგენლების მოსაზრებები. ეს რთული და, მე ვიტყოდი, ისტორიული რეფორმა, ძალიან ახლოს არის განხორციელებასთან. იცით, რომ მთავრობა უკვე დაუბრუნდა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე გამოვიტანთ. ის უკვე შეთანხმებულია სამინისტროებთან. ძირითადი მიმართულებები უკავშირდება 4 პროდუქტს. ჩვენ უახლეს მომავალში გვექნება მიღებული მთავრობის დადგენილება. რაც შეეხება მასალებს, რომლებიც ყველაზე უფრო სპეციფიკური და რთული საკითხია, ამაზე დასრულდება კონსულტაცია, მათ შორის, მუნიციპალიტეტებთან, რადგან მათი როლის დაბალანსება არის გასათვალისწინებელი. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უკავშირდება ე.წ. სადეპოზიტო სისტემას; თანამედროვე სისტემას, რომელიც ყველაზე წარმატებულია ევროპის ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში და გულისხმობს კონკრეტულად მწარმოებლების მხრიდან ამა თუ იმ პლასტიკის შესაფუთი მასალის ჩაბარების ვალდებულებას. ეს ბოთლებს ეხება, მაგრამ ზოგადად, შესაფუთი მასალები ძალიან დიდ ნარჩენებს წარმოქნის და დიდ სანედლეულო წყაროს წარმოადენს ზოგადად ბიზნესისთვის და გადამუშავებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან არის დიდი ინტერესი. პანდემიის გამო გეგმებმა ცოტა გადაიწია, თუმცა დღის წესრიგში რჩება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)