|
2020-05-14 13:37:16, 1512 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ სახის დამცავი ფარები გადასცა
დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 7,500 სახის დამცავი ფარი გადასცა. დამცავი აღჭურვილობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ. UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი დომინიკ პაპენჰაიმი ცენტრის წარმომადგენლობას ეწვივნენ და მის დირექტორს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდნენ. დამცავი ფარების გადაცემის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა საქართველოში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლასა და წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ხელშეწყობაზე ისაუბრეს. მრავალჯერადი გამოყენების სახის დამცავი ფარები წარმოებულია საქართველოში გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან ქართული კომპანიის CaucasPack მიერ ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით. ამ აღჭურვილობის მეშვეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, უკეთ იქნებიან დაცული კორონავირუსის საფრთხისგან მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)