01:05 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 12:37:03, 1362 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას 18 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებზე 1000-ლარიანი, ხოლო ბავშვებზე 500-ლარიანი ფულადი დახმარებისკენ მოუწოდებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას 18 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებზე 1000-ლარიანი, ხოლო ბავშვებზე 500-ლარიანი ფულადი დახმარებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის სწრაფი და სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გაკეთებული და რაც გაკეთდა უამრავ სახელმწიფოში და არც თუ მდიდარ სახელმწიფოებში, ეს არის სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, ვისაც შემოსავალი აქვს 40 000 ლარიდან ზემოთ ანუ მდიდრების გარდა, ყველა ბავშვს 500 ლარი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რადგან თებერვალი გავიდა როდესაც კრიზისმა იფეთქა, მოვიდა მარტი, აპრილი, მაისი სრულდება, ზაფხულში შევდივართ და ჯერ არაფერი არ არის. ვირუსამდე ვიცოდით, რომ მოსახლეობის 50% ამ მდგომარეობას ისედაც ვალით შეხვდა. კეთილი ინებეთ ხელისუფლებამ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი პროგრამა თუ როგორ და რანაირად უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს. ამიტომ, სწრაფი ფულადი დახმარება ყველას და თუ ამის შესაძლებლობა თქვენ არა გაქვთ, კეთილი ინებეთ და დატოვეთ ის სამუშაო ოთახები და გამოდით სანამ დრო არის. თქვენი ერთადერთი ამოცანა ამ ხალხის დახმარებააა და თუ ვერ ეხმარებით, გამოდით და სხვა დაეხმარება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics