12:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-14 10:56:43, 11058 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკას ერთი ახალი პაციენტი ცხინვალიდან დაემატა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა

ბოჭორიშვილის კლინიკას ერთი ახალი პაციენტი ცხინვალიდან დაემატა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 55 პაციენტი. აქედან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დადასტურებულო აქვს 45 პირს. 18 წლამდე ასაკის პაციენტია შვიდი.

კლინიკაში გვაქვს ხუთი გამოჯანმრთელება, სამი მოზრდილი და ორი მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან დადასტურებული დიაგნოზით. ახალი პაციენტი მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში, თანამშრომელი არ არის. როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან, მამაკაცია 60 წელს ზემოთ ასაკის. მდგომარეობა საყურადღებოა და მიმდინარეობს გამოკვლევები, ასევე მკურნალობა. ​​საყურადღებოა კიდევ ოთხი პაციენტის მდგომარეობაც. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობის სიმძიმე საშუალოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics