|
2020-05-12 16:35:08, 2310 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა დაიწყო
სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია ხარისხიანი ქართული აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა. პროგრამის ბიუჯეტი 1,500,000 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების მიმართულებით. სააგენტოს თანადაფინანსება სურსათის უვნებლობის სტანდარტების/სისტემების მიმართულებით განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით, არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის არაუმეტეს 90%-ით, არაუმეტეს 25 000 ლარისა. ბრენდირების და შეფუთვის დიზაინის მიმართულებით სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში არაუმეტეს 90%-ით, არაუმეტეს 25 000 ლარისა. ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწევათ დახმარება ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ აღჭურვილობა/დანადგარები, რომლის საშუალებით წარმოებული პროდუქცია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით დამზადდება. სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროგრამა სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას და ტრენინგებს - საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას. ტექნიკური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სააგენტოსთან, პროგრამების/პროექტების ფარგლებში, გაფორმებული აქვს თანადაფინანსების ხელშეკრულება. პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ წარმოებული ფერმათა/ფერმერთა რეესტრში. ტექნიკური დახმარების პროგრამის განაცხადის ფორმა განთავსდება სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.arda.gov.ge.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)