|
2020-05-11 11:05:17, 2174 ნახვა
სამართალი
ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს ქ.თბილისში, ფონიჭალაში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ა.ა.-მ და ნ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იჩხუბეს. მათი გაშველება იქვე მყოფმა მოქალაქეებმა შეძლეს. ჩხუბით განაწყენებულმა ა.ა.-მ თავის საცხოვრებელი ბინიდან გადაჭრილი სანადირო თოფი აიღო, ეზოში დაბრუნდა, მოძებნა იქვე მყოფი ნ.კ., რომელსაც მეზობლები ამშვიდებდნენ და განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა მას. გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანების შედეგად ნ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულს იქვე მყოფი რ.ი. შეესწრო, რომელმაც ა.ა.-ს ავტომობილის საბურავი ესროლა. ა.ა.-მ მას იარაღი დაუმიზნა რის გამოც რ.ი. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ა.ა. გაეკიდა მას და მოკვლის მიზნით ზურგის არეში ესროლა. ა.ა.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვეღარ შეძლო, რადგან დაჭრილი რ.ი. კორპუსებში მიიმალა. სამართალდამცველებმა ა.ა. 2019 წლის 7 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 236-ე მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 5 წლით ჩამოერთვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)