|
2020-05-08 19:37:30, 1274 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - საქართველო უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე არ გაგვივლია
საქართველო უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, თუმცა ეს გზა ჯერ ბოლომდე არ გაგვივლია, - ამის შესახებ აშშ-ს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და მივიღოთ სიფრთხილის აუცილებელი ზომები ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. „მე დღეს დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ, რათა შევასრულო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების დაცვასთან დაკავშირებით. ახალი ამბები, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობა, იმედის მომცემია. ვიცი, ყველა მოუთმენლად ველოდებით, რომ სრული დატვირთვით შევუდგეთ მუშაობას, რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება. ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ საქართველოს ჯანდაცვის ხელმძღვანელების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ექიმების, მკვლევარებისა და საქართველოს მთავრობის და მათმა პროაქტიულმა ძალისხმევამ შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა, ეს გზა ჯერ ბოლომდე არ გაგვივლია, როგორც ექიმმა გამყრელიძემ თქვა : „ჩვენ ჯერ არ დაგვიმარცხებია COVID 19”. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და მივიღოთ სიფრთხილის აუცილებელი ზომები ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები უძღვება COVID 19-ზე რეაგირების მსოფლიო ძალისხმევას ჰუმანიტარული და ჯანდაცვის კუთხით მაშინ, როდესაც თვითონაც ვირუსს ებრძვის შინ. ამ რეაგირების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღემდე, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის. დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველვყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან თემებს პანდემიასთან გამკლავებაში. აქ, საქართველოში საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)