|
2020-05-08 16:34:25, 1263 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე მთავრობას - შეასრულეთ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი, სანამ ამის გაკეთება საერთაშორისო ზეწოლით მოგიწევთ
„ქართული ოცნება“ მეორედ შედის იგივე მდინარეში და მეორედ იწვევს საერთაშორისო კრიტიკის ტალღას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის წერილს. ბაქრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, იმოქმედოს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, ვიდრე საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოუწევს ნაბიჯების გადადგმა. „საერთაშორისო კრიტიკა ბევრად უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე ეს იყო იანვარ-თებერვალში, რადგან ამჯერად ქართული ოცნება ატყუებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ, იმ მთავარ საერთაშორისო პარტნიორებსაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ 8 მარტის შეთანხმების პროცესში. ამ ტყუილს ექნება უმძიმესი ფასი ქართული ოცნებისთვის, მაგრამ ასევე დააზიანებს ქვეყანას და მის პოლიტიკურ გარემოს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად ორივე ნაწილში, როგორც პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, ისე პროპორციების ნაწილში, სანამ იძულებული იქნება ისევ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ გააკეთოს ეს. უკვე გამოჩნდა, რომ კორონავირუსი და პანდემია არ იქნება მათთვის მიტევების საფუძველი და კრიტიკა იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა და მოუწოდა, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობები.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)